07:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 10:18:10, 859 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: პრემიერმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონისთვის

წლევანდელი გენერალური ასამბლეის დებატები უნდა შეფასდეს როგორც ძალიან წარმატებული საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ინიციატივით გაიმართა ორი მაღალი დონის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ავიღეთ კოორდინაცია გაერო-ს განვითარების, მიზნების მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წარმოაჩინა საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რეგიონისთვის. 

"პირველ რიგში ეს ეხება მეთექსვემეტე მიზანს, რომელიც არის ეფექტური ინსტიტუტების განვითარება და ამ მაღალი დონის შეხვედრაზე ჩვენ შევძელით წარმოგვედგინა საქართველოს მიღწევები ეფექტური ინსტიტუტების განვითარების კუთხით. მიღწევები ელექტრონული მთავრობის განვითარების კუთხით და ასევე ის ინიციატივები რომელიც დღეს ხორციელდება მთავრობის ინიციატივით, ბიზნესჰაუსის განვითარების კუთხით. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებები საქართველოსთან მიმართებაში. ამ მიმართულებებს ხაზი გაესვა ასევე პრემიერ-მინისტრის ძირითად გამოსვლაში", - აღნიშნა ჯანელიძემ. 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოები, ასევე იგი შეეხო საკითხებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

"პრემიერ-მინისტრი შეეხო იმ მდგომარეობას, რომელიც იქ დღეს არის და გამოწვეული არის იმ ოკუპაციით და პოლიტიკით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რათა მაქსიმალურად იქნას მობილიზებული მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით ამ პრობლემის გადასაჭრელად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა და განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუების კუთხით. ასევე აქცენტი გაკეთდა არჩვნებზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ,რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმ პროცესს რომელიც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენს მიზნებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს", - განაცხადა ჯანელიძემ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics