06:56 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 20:20:30, 820 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ამ გზაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს.

ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებებსა და კერძო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

მხარეებმა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ბელგიელი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში, რომელიც, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.

ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველომ, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას, ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ბელგიის სამეფოს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბელგიის სამეფოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics