10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 18:51:20, 722 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: სააკაშვილს და ივანიშვილს სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ

სააკაშვილს და ივანიშვილს სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ, ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმრჯომარე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური მონოპოლისტების თვისებები გამოავლინეს. მისივე განცხადებით, რაც 2004 წელს სააკაშვილმა გააკეთა, იგივეს ამ შემთხვევაში ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. 

"მიუხედავად იმისა, როგორ ისაუბრებს ის, ისე როგორც დღეს თუ ისე როგორც მანამდე რამდენიმე დღე, ეს ჩემზე და რესპუბლიკური პარტიაზე გავლენას ვერ იქონიებს. ჩვენ საჯარო ოპონირებას გავაგრძელებთ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან.  ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ამ პარტიის გამარჯვებისთვის ზრუნავს. ოპონირებაც მიწევს მასთან, ის ახმოვანებს ძირითად ხედვებს. მისგან გავიგეთ რომ 2/3 რაოდენობა სჭირდება პარლამენტში, რომ რეფორმირების პროცესი სწრაფად წავიდეს. ეს კონცეფცია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 2004 წელს მაშინაც მიხეილ სააკაშვილისას. ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შენდება პოლიტიკური მონოპოლისტების მიერ. ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა გამოავლინეს ეს თვისებები. სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ მათ,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics