12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 18:01:13, 823 ნახვა

საზოგადოება
ხვალ თბილისში ავტომობილის გარეშე გადაადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება

ხვალ, თბილისში  „დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღე აღინიშნება.

აქციის ფარგლებში, 12:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება, რომელშიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომდგენლებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მსვლელობა თავისუფლების მოედნის გავლით ვარდების მოედანზე დასრულდება, რომელსაც  მუსიკალური  ბენდი „დრამ სქული“ გააფორმებს.

„დღე ავტომობილის გარეშე“  2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

აქციას ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, “საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია”, “ეკო-ტრანსპორტი”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”  შეუერთდება. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას და საზოგადოებას მოუწდებს აქტიურად ჩაერთოს კამპანიაში.

როგორ მოიქცე „დღე ავტომობილების გარეშე“ დღეს?

დატოვე საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი სახლში და ისარგებლე სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით,  გადაადგილდი ფეხით, ეცადე გამოიყენო ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება;
თუ უარს ვერ ამბობ ავტომობილის გამოყენებაზე - მაქსიმალურად შეეცადე მოახდინო  მარშრუტის ოპტიმიზაცია, წამოიყვანე თანამგზავრები, შემოწმე საბურავებში ჰაერის წნევა, დაიცავი მანქანის „ეკოტარების წესები“;
ამ დღის მხარდაჭერის მიზნით გაუკეთე მწვანე ლენტი  მანქანას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics