12:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 17:49:14, 666 ნახვა

საზოგადოება
მერაბ ბერძენიშვილს ხვალ დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ფერმწერსა და გრაფიკოსს, მერაბ ბერძენიშვილს ხვალ, 22 სექტემბერს, მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალავენ.

მოქანდაკეს 14.00 საათზე ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, მანამდე კი, 12.00 საათიდან ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კულტურის საერთაშორისო ცენტრმა „მუზამ“ ბერძენიშვილის ოჯახისა და საზოგადოების ნაწილის თხოვნა გაავრცელა - აღსრულდეს ცნობილი ხელოვანის უკანასკნელი სურვილი და მის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლი პირველადი განთავსების ადგილს, ვარდების მოედანს დაუბრუნდეს.

ცნობილი მოქანდაკე, ძირითადად, მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობდა. მის ქმნილებებს შორისაა „მუზა“ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ, „კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულში, შოთა რუსთაველის მონუმენტი მოსკოვში, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძისა და დავით აღმაშენებლის მონუმენტები თბილისში. ასევე, ლაოსის მეფის მონუმენტი ქალაქ ლუანგ-პრაბანგში. 

1975 წელს „გიორგი სააკაძისა“ და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის, მერაბ ბერძენიშვილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 

1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics