10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 17:20:16, 706 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს წართმეული ქონება

„სამართლიანობა დიდწილად შევასრულეთ, მაგრამ არა სრულად. როდესაც ვამბობ რომ დიდწილად შევასრულეთ ამაში სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანებმა ქონება ვერ დაიბრუნეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ.

„ჩვენ ამ დაპირების დიდწილად შესრულება შევძელით, მაგრამ არა სრულად. დიდწილად შესრულებაში ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითად სკოლის პედაგოგები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ გათავისუფლებულები, ისინი სკოლებში აღვადგინეთ. ასევე საპატიმროებიდან გამოვუშვით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. მოქალაქეები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ პოლიტიკური მოტივაციით, მათ საქმეების წარმოების უფლება მიეცათ. პირები, რომლებიც  უკანონო მსჯავრდებულები იყვნენ, მათ საქმეების გადახედვის უფლება მივეცით, ამ მხრივ პარლამენტმა სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაამარტივა. ქონება, რომელიც წაართვეს ადამიანებს ნაწილობრივ დავუბრუნეთ ადამიანებს“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი.

ქუცნაშვილი აქვე ამბობს, რომ ქონების დაბრუნების ნაწილში სამართლიანობა ვერ აღდგა და წართმეული ქოენა მხოლოდ მცირე ნაწილს დაუბრუნდა.

„ამიტომაც ვამბობ, რომ დაპირებები დიდწილად შევასრულეთ, მაგრამ არა სრულად.  სამართლიანობის აღდგენა მარტო ქონებრივ დავებზე არ გადიოდა. ვიმეორებ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდწილად შევასრულეთ და არა სრულად. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს წართმეული ქონება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics