|
2016-09-21 15:48:43, 1155 ნახვა
სხვადასხვა
სოფლის მეურნეობის სამინიტროს კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე საგაზაფხულო ხორბლის ჯიშის გამოცდა დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლოჯისტიკურმა კომპანიამ სამცხე-ჯავახეთში ელიტური საგაზაფხულო ორთესელა ხორბლის პირველი მოსავალი მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ხორბლის ჯიში (აფინა) უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. კერძოდ, თუ ფერმერს კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო ნათესი დაუზინადება, მას გაზაფხულზეც შეუძლია ხორბლის დათესვა და მოსავლის მიღება. მათივე ცნობით, საგაზაფხულო ორთესელა ხორბლის ჯიშისსაშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 3 - 5 ტონაა. საგაზაფხულო ხორბლის მარცვლიდან სათესლე მასალა დამზადდება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გავრცელდება. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა რეგიონი მაღალხარისხიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო სათესლე მასალით მომარაგდეს. სამცხე-ჯავახეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე, მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის მიერ საგაზაფხულო ერთწლოვანი კულტურების მოსავლის აღება-დაბინავება მიმდინარეობს. მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია ერთწლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდას საქართველოს 6 რეგიონში ახორციელებს. წელს სრულდება გამოცდის სამწლიანი კურსი, რომლის შედეგადაც, რეგიონების მიხედვით გამარჯვებული საშემოდგომო და საგაზაფხულო ერთწლოვანი კულტურების ჯიშები გახდება ცნობილი. მოგვიანებით მათ სამეწარმეო ტერიტორიაზე გადაიტანენ და ფერმერებს მაღალხარისხოვანი სათესლე მასალას მიაწოდებენ. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიური და ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი კულტურის, მათ შორის, მარცვლეულის, როგორც სასურსათო-სამეურნეო, ასევე ხარისხოვანი, ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოების საშუალებას იძლევა. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)