10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:06:52, 570 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე ვერხვების და წმინდაწყლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ვერხვების , წმინდაწყლისა და ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული საკითხები გააცნო.

„2012-2016 წლებში საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული განვითარების ყველა მიმართულებით.  უზრუნველყოფილია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებები: ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება“, -აღნიშნა მაკრახიძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის სისტემა. გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

„ჩვენი ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის დაცვის მთავარი პრინციპებია სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა, დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების გარანტი“, - განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics