|
2016-09-21 15:01:43, 633 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. უწყების ცნობით, ფინანსთათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მსჯავრდებულებისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სპეციალურ, დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსი მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს შეღავათებით პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგაც ისარგებლონ. „შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებულები მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა მადინა მაყაშვილმა. მსჯავრდებულთა განცხადებით, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება მათ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციასა და ამ გზით შემოსავლის მიღებაში შეუწყობს ხელს. შეღავათებით სარგებლობის უფლება კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანობისთვის დამატებითი მოტივაციაა. პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულთათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5, N6, N17, N15, N8, N12 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდება. „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით ვებგვერდი - online.moc.gov.ge ამოქმედდა. შედეგად, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საწარმოში წარმოებული ნივთების ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი. (NS)
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)