|
2016-09-21 14:29:33, 964 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: მემორანდუმი არის “ოცნების" ფასადური ნაბიჯი, დაანახონ საზოგადოებას, რომ მშვიდობა სურთ
არ ვფიქრობთ, რომ ამ ე.წ მშვიდობის მემორანდუმს რაიმე ფასეულობა გააჩნია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლებას ამ მემორანდუმით სახის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რამის შეწირვა სურს: "ე.წ მშვიდობის მემორანდუმი, არის მხოლოდ ფასადური ნაბიჯი, რომ დაანახონ საზოგადოებას, თითქოს ხელისუფლებას მშვიდობა სურს. ხელისუფლებას ეს არ უნდა სურდეს, ეს მისი მოვალეობაა და კანონით ევალება. არც წინააღმდეგი ვართ ამისი, გააკეთონ ეს მემორანდუმი, ჩვენ ვნახავთ, როგორ განახორციელებენ მას ცხოვრებაში. აქამდე ამაში წარმატებულები არ იყვნენ. ყოველდღიურად გვესმის, სიძულვილის კამპანია "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ივანიშვილი ხალხს ხვდება და "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღავს. არ ვიცი რამდენი მილიონი აქვს გადახდილი ფილმების დაფინანსებაში. სწორედ ეს არის მათი კამპანია, ჩვენი კამპანია არის მოსახლეობასთან კონტაქტი", - აღნიშნა წერეთელმა და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მშვიდობიანი და კარგი არჩევნების ჩატარება სურს. "კარგი არჩევნები იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს, იმის სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს, ვისაც ხალხი აირჩევს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმას, დავიცავთ, ჩვენს ამომრჩევლებს. დააკვირდით ჩვენ საარჩევნო კამპანიას, არავის ვერჩით, არავის ვუწყობთ აქციებს. არ მიმაჩნია, რომ ამ მემორანდუმზე ხელის მოწერას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. ხელისუფლებას თუ უნდა აკეთოს განცხადებები, ჩვენ ჩვენსას გავავრცელებთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა. მისივე განმარტებით, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას "ნაციონალური მოძრაობაც" ითხოვს. "აქეთ დიდი ხანია ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ არ იძალადონ. ძალადობის ყველაზე დიდი ინსტრუმენტები ხელისუფლებას აქვს, ამიტომ, რაღაც სცენების დადგმას, რომ მათ მშვიდობა სურთ და ჩვენ პარტიას რაიმე არეულობა სურს, ეს არის ისეთივე აბსურდი, როგორც საბურავების შეგროვება და სხვა გადატრიალების მცდელობები, რომლებიც ჩვენ მრავლად მოვისმინეთ", - განაცხადა გიგი წერეთელლმა. შეგახსენებთ, რომ "ქართული-ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს ე.წ მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)