06:04 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 11:03:51, 685 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: ადგოლობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები სოფელ შაშიანის ფერმერებთან, ქალაქ გურჯაანში მდებარე სპირტის სახდელი ქარხნის თანამშრომლებთან და გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა.

 დეპუტატობის კანდიდატმა ფერმერებისგან მათი საქმიანობის ისტორია და სამომავლო გეგმები მოისმინა. სპირტის სახდელი ქარხნის თანამშრომლებს და გურჯაანის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.

 შეხვედრებზე, რომლებმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, გურჯაანელებმა ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე. დავით სონღულაშვილი მათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრების ბოლოს დავით სონღულაშვილმა სპირტის სახდელი ქარხანა დაათვალიერა.

„ადგილობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მაგალითად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ჩემი მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყო თითოეულ თქვენგანს საქმის კეთებაში. მაქსიმალურად ვეცდები, როგორც დეპუტატი, რომ ამ პროექტების სიკეთეების უმეტესობა გურჯაანში წამოვიდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics