19:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 22:50:25, 652 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 სექტემბრის სპეციალური ანონსი

21 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ”აგრარული მეცნიერების დღესთან” დაკავშირებით, მეცნიერებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილ ახალ, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსს გახსნის.
მის.: გურამიშვილის #17

21 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში” ევროპის ფონდი გამართავს კვლევის პრეზენტაციას: „სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა“ (ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის შედარებითი ანალიზი).

21 სექტემბერს, 11:00 საათზე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, სასტუმროში “თბილისი მერიოტი” გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“.

21 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი გიორგი ჟორჟოლიანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პროკურატურის უმოქმედობა და დაზარალებული მოქალაქეების უფლეებების უგულებელყოფა.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ.# 36 
საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი - 577750201

21 სექტემბერს, 11:00 საათზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. 
თემა: მიმდინარე პერიოდში წინასაარჩევნო დარღვევები და გამოკვეთილი ტენდენციები.
მის: კახიძის ქ. #15 
საკონტაქტო პირი ლევან ქათამაძე - 577070500

21 სექტემბერს, 11:30 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში ,,ინტერ რაოს“ აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს ,,თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ქვესადგურში „მუხიანი“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. 
მის.: მუხიანის მე-4 (ბ) მ/რ (სამრეწველო ზონა) 
საკონტაქტო პირები: ვალერი ფანცულაია - 595 30 44 44; ელენე კერესელიძე - 598 25 19 91

21 სექტემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნება.

21 სექტემბერს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით პანკისის ხეობაში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება. კომისია სოფელ ჯოყოლოში, ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება.
საკონტაქტო ტელ: 577 99 97 73

21 სექტემბერს, 13:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯეოლაბში სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს გამოაცხადებს. 
მის: ალექსიძის ქ. #8, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

21 სექტემბერს 13:30 საათზე,"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე არქიტექტორებს შეხვდება.
თემა: თბილისის სივრცითი განვითარების პერსპექტივა.
მის: ვაკის პარკში არსებულ მედიათეკა. 

21 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საკონფერენციო დარბაზში, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე, ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს. 

21 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „DIVAN SUITES“-ში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თამამაიშვილი ბერძენი სცენარისტის ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდებიან. 

21 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბლოკ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს #6 ოლქში მამუკა კაციტაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება.
მის: კოსტავას ქუჩა, სკვერი, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორია.
საკონტაქტო ტელ: 599 55 29 49 

21 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ფაბრიკაში” წარმოდგენა „8 სეანსის“ პრემიერა გაიმართება, რომლის დადგმაც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მის: ნინოშვილი ქ. #8, „ფაბრიკა“
საკონტაქტო პირი თათია კვალიაშვილი - 599 33 87 36 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics