08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 18:48:21, 706 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით „ოცნებას“ 5 კითხვით მიმართავს

"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook ექაუნთზე განცხადებას ავრცელებს.

Facebook პოსტში ხიდაშელი  ”ქართულ ოცნებას” 5 კითხვით მიმართავს. "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კითხულობს, თუ როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება და განსჯის თუ არა მურუსიძე ამ საქმეს.

”მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ-რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის. მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით:

1. როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით; 

2. იმათ თუ ჰკითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულმხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები? 

3. ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ? 

4. რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისთვის სახელის დარქმევის?

5. ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?

არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია”, - აცხადებს ხიდაშელი", - წერია ხიდაშელის მიერ გავრცელებულ Facebook პოსტში.

ცნობისთვის, 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics