|
2016-09-20 18:15:58, 986 ნახვა
კომენტარი
გია ლორთქიფანიძე: როდის მომიხერხდება ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას ოდესიდან პასუხობს. ოდესის მთავარი სამმართველოს უფროსი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის შვებულების არ ქონის გამო საქართველოში ვერ ჩამოვა. მისივე თქმით, 2012 წლის 26 მაისის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა. ”მე 26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისამდე და როცა პროკურატრას რაიმე კითხვა გააჩნდა, ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი. დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. ცნობისთვის, 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)