08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 15:43:59, 1096 ნახვა

პოლიტიკა
კასრაძე: „ჯორჯიან მარგანეცი“ მიმდინარე წელს მაღაროელების იძულებით მოცდენას და წარმოების შეწყვეტას აპირებს

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,  გაერთიანებული ოპოზიციის“  წევრის, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კასრაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომპანია „ჯორჯიან მარგანეცი“ მაღაროელების იძულებით  მოცდენას  და წარმოების შეწყვეტას აპირებს.

 დეპუტატობის კანდიდატი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიმართავს, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდეს.

„2016 წლის 20 იანვარს კომპანია „ჯორჯიან მარგანეცმა“  მიიღო  გადაწყვეტილება 4 თვის განმავლობაში ჭიათურელი მაღაროელები იძულებით  გაეშვათ სახლში და მარგანეცის წარმოება შეეწყვიტა. ეს ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან მარგანეცი“ წარმოების შეწყვეტას აპირებდა  მე როგორც ჟურნალისტს 2015 წლის სექტემბერში  მქონდა, თუმცა ეს კომპანია წარმოების შეჩერების პროცესს უარყოფდა.  მივიღეთ შედეგი, რამაც გამოწვია   დასაქმებულების მიგრაცია.  არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 100-ზე მეტი მაღაროელი გასულია საზღვარგარეთ  სამუშაოდ. სანდო წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გასულ წელს გამართლდა გვაქვს წელსაც.  ჩვენი ინფორმაციით, „ჯორჯიან მარგანეცი“ მიმდინარე წელს კვლავ გეგმავს სპეციალური რეჟიმის დაწესებას ანუ მაღაროელთა იძულებით მოცდენას. მაღაროელთა იძულებით მოცდენა  შესაძლოა,  4, 5 თვე გაგრძელდეს  ან შესაძლოა  საერთოდ გაუშვან სახლში. ეკონომიკის მინისტრმა არც კი იცოდა, რომ ჭიათურაში „ჯორჯიან მარგანეცი“  წარმოების შეჩერებას აპირებდა. ჩვენ გვსურს მივმართოთ კომპანია „ჯორჯიან მარგანეცს“ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რომლიც გარდაუვალია,  აღნიშნულ კომპანიას არ მიეცემა უფლება თვითნებურად, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამავდროულად მივმართავთ ხელისუფლებას, მოახდინოს რეაგირება ჩვენს ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს შეიძლება კომპანია  „ჯორჯიან მარგანეცმა“ კიდევ ერთხელ უარყოს და  მორიგჯერ განაცხადოს, რომ მუშაობის შეჩერებას არ აპირებს.  კიდევ ერთხელ მივმართავ ეკონომიკის მინისტრს დაინტერესდეს აღნიშნული  ვითარებით“,-განაცხადა კასრაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics