|
2016-09-20 15:35:31, 735 ნახვა
საზოგადოება
მთის სერვისები საზოგადოებრივ ცენტრებში
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ განაცხადის შეტანა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეუძლიათ. კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" 2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. კანონის მიზანია მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დღესდღეობით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 42 მუნიციპალიტეტის 1682 დასახლებულ პუნქტს. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით, აუცილებელია მათ ჰქონდეთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. სტატუსის მიღება შეუძლია მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენისთვის ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს და წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. ახლა უკვე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის განაცხადების შეტანა შესაძლებელი გახდა მაღალმთიან დასახლებაში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებშიც. შესაბამისად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეს შეეძლება მის სოფელში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში შესაბამისი განაცხადის შეტანა. ამჟამად სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ განაცხადების გაკეთება შესაძლებელია ყვარელწყლის, მეჯვრისხევის, რუისის, ხიდისთავის, კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, შაშიანის, ლენტეხის, სადახლოს, ფოკას, კორბოულის, გეგუთის, ხრეითის, ხევის, ღორეშას, გომის, კაჭრეთისა და იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრებში. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)