13:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 15:21:40, 1088 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში თხილის სექტორის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თხილის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. დამსწრე საზოგადოებამ თხილის სექტორის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოისმინა. აღნიშნული პროგრამა USAID-ის მიერ დაფინანსებული თხილის სექტორის განვითარების პროგრამის მიერ მომზადდა. პროგრამას CNFA-საქართველო  თხილის სექტორში მოღვაწე შესაბამის ასოციაციებთან და ბიზნესოპერატორებთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქართული თხილის ხარისხის გაზრდისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სამინისტროს, დონორების, ინვესტორებისა და ასოციაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თხილის სექტორის ხელშეწყობა კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. სახელმწიფო ყველა მიმართულებით  ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. შექმნილია სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახური, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 შეხვედრაზე თხილის მოსავლის აღების შემდგომი პროცესების მართვის, თხილის საშრობებისა და შესანახი ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, FAO) წარმომადგენლები და თხილის სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics