08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 15:02:13, 550 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს არნოლდ რუუტელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე მთავრობის ადმინისტრაციაში, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს არნოლდ რუუტელს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ესტონეთის რესპუბლიკის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.  სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აღნიშნულ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება .

 არნოლდ რუუტელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ესტონურ გამოცდილებაზე და  მასთან დაკავშირებული გამოწევები და შესაძლებლობები მიმოიხილა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე.

 მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიული გეო-პოლიტიკური მდებარეობის მხრივ ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებსა და 2017 წელს ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე.

                                                                                                                                                

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics