07:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 14:57:26, 569 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე: სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

მუხიანი-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად მუხიანში მშენებარე სარაგბო ბაზას ეწვია.

როგორც კობერიძემ განაცხადა, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოგვცემს ჯანსაღ ახალგაზრდა თაობას და არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობას, ვფიქრობ, რომ შუახნის და ხნიერების თაობასაც ესაჭიროება საქართველოში ფიზიკური აქტივობა. ასე რომ აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს სარაგბო ბაზა, რომელიც მუხიანში თბილისის მერიის დაფინანსებით შენდება, არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და ქალაქის თვითმმართველობები ჯანსაღი თაობის აღზრდაზე. დარწმუნებული ვარ ამ ბაზაზე უამრავი საამაყო მორაგბე აღიზრდება, ამ ბაზის მეშვეობით მუხიანი გახდება მიზიდულობის ცენტრი თბილისის ახალგაზრდობისათვის”, - განაცხადა კობერიძემ. 

ხვამლის საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა, მთლიანად მერიის დაფინანასებით შენდება. კომპლექსი 4 ჰექტარზე იქნება განლაგებული და ოთხი მოედნისაგან შედგება. ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორიც ხელოვნური და ერთი ქვიშის მოედანი. მთავარ მოედანს 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა ექნება. ახალ კომპლექსში სრულად აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზიც აშენდება.

აქვე გათვალისწინებულია 100 მანქანაზე გათვლილი პარკინგის ზონაც. მშენებლობის დასრულება 2017 წლის თებერვალში იგეგმება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics