2016-09-20 12:42:21, 727 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი თოთლაძე ქარელის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე ქარელის რაიონის სოფლების - ზემო ხვედურეთის, სასირეთის, ჯლევიჯვრისა და ბრეთის მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.
წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ამომრჩევლები სოფლის განვითარებისა და განათლების სფეროში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან