07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 10:46:23, 567 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე კორეელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იუნ ბიონ სესს შხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და კორეას წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რაც გამოიხატა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე ინტენსიური თანამშრომლობით, არამედ ბიზნეს სექტორისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური ტენდენციით.

 ამ მხრივ კორეის საგარეო უწყების ხელძღვანელმა ხაზი გაუსვა კორეის ბიზნეს წრეების მზარდ დაინტერესებას საქართველოთი, აღინიშნა საქართველოში კორეული ინვესტიციების წარმატებული მაგალითები. განსაკუთრებით კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით. 

მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული ღონისძიების მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეას ინიციატივის გაზიარებისა და ღონისძიების თანაორგანიზატორობისთვის. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცა კარგი მმართველობის სფეოში საქართველოს მიღწევებსა და იმ ახალ ინიციატივებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააჩნია ელექტრონული მმართველობისა და ქვეყანაში საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. კორეამ, როგორც ელექტრონული მომსახურების სფეროში რეგიონის წარმატებულმა ქვეყანამ, აღნიშნულ სფეოში ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.
 
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე და მზადყოფნა გამოთქვეს, წვლილი შეიტანონ ურიერთობების შემდგომ განვითარებაში.

მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი გამორჩეულად აღინიშნოს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწია. 

საუბრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი ვიზიტებისა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან. მიმდინარეობს ნაყოფიერი მუშაობა სამართლებრივი ბაზის განვითარების კუთხით, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებაში აისახა და სხვ.
 
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად ჩატარებას. ასევე მომავალ წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების გეგმას.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics