|
2016-09-20 10:28:30, 682 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა. შეხვედრაზე შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მზაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. შს მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. გიორგი მღებრიშვილმა ალექსანდრე კელჩევსკისთან საუბრისას შსს-სა და ცესკოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, განვიხილეთ თანამშრომლობის დეტალური გეგმები და მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)