07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:45:41, 671 ნახვა

პოლიტიკა
აუდიტი: პირი, რომელსაც არ უფიქსირდება შემოსავალი, როგორ სწირავს პარტიას ფულს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატ ბურჭულაძის პარტიის შემომწირველების დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, უცნაურია თუ როგორ სწირავს პირი, რომელსაც არ აქვს სამსახური, პოლიტიკურ პარტიას ფულს.

"ჩვენთვის მიუღებელია განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება არანაირ საფუძველს და განპირობებულია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის პიარისთვის. გადაწყვეტილება ოქმის შედგენასთან დაკავშირებით ეფუძნება მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც არის შემოსავლების სამსახურში დაბეგრილი შემოსავლის შესახებ ან თავად ამ პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით და როდესაც პირი ამბობს, რომ მას აქვს ვალი, ვერ ასაბუთებს ვერანაირ შემოსავალს, არ უფიქსირდება არანაირი ხელფასი და აქვს მაგალითად ლომაბარდის, ან მიკრეოსესხი, რომლის გადასხდასაც ვერ ახერხებს და ამ დროს სწირავს ფულს პარტიას, აჩენს ეჭვს რის საფუძველზეც ვაგზავნით სასამართლოში", - განაცხადა აზნაურაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics