|
2016-09-19 16:16:20, 919 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე: მანანა კობახიძემ თავის ძმას მიხედოს, რომლის ირგვლივ უამრავი კითხვაა გაჩენილი
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წევრის მანანა კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს, თუნდაც იუსტიციების სახლების სახით დაუბრუნდა. „თუ ცოდნის მიღება სისხლის სამართლის დანაშაულია, კი ბატონო. მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მსგავსი პროექტები უნდა ქონდეს. ამ დაფინანსებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და არა მხოლოდ საჯარო მოხელეებმა. ვვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ჩემს დაფინანსებას, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივი პროცესები მქონდა განხორციელებული, ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანი იყო და ჩემს ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს თუნდაც იუსტიციის სახლებით დავუბრუნე. მანანა კობახიძემ კი ჯობს საკუთარ ძმას მიხედოს, რომლის გარშემოც ბევრი კითხვაა“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ვაშაძემ. შეგასენებთ, რომ გუშინ „იმედის დროში“ ყოფილი ხელისუფლების დროს ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული მაღალჩინოსნების შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც გიორგი ვაშაძეც იყო ნახსენები. ამასთან დაკავშირებით მანანა კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც პროკურატურას მოუწოდა ამ ფაქტით დაინტერესებულიყო, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულია ხალხის ფულის ხარჯზე, ბიუჯეტის თანხებით თანამდებობის პირების განათლების დაფინანსება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)