11:55 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:04:46, 689 ნახვა

საზოგადოება
ახალსოფელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა სოფელ ახალსოფელში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გახსნეს.

გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით.

სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის. ბაღში 28 ადგილობრივია დასაქმებული.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics