|
2016-09-19 14:26:46, 790 ნახვა
პოლიტიკა
უგრეხელიძე: პირები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ პროვოკაციაში ადანაშაულებს, ჩვენი შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბრალდებები, თითქოს ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია. უგრეხელიძემ სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტს „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. „ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა. მე რა თქმა უნდა ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებდათ. რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად, არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული“,-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. ცნობისთვის, თეთრი წყაროს სოფელ გამარჯვებაში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიჭრნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)