04:36 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:42:08, 724 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

არავის აქვს უფლება, მომაყენეს პირადი შეურაცხყოფა და სცადოს ამომრჩევლის მოტყუება. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ამხილა, ის არის მატყუარა და მოვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას, - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პარტიაზე სისტემატიური ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით ზეწოლა ხორციელდება არა მხოლოდ პარტიის წევრებზე არამედ მათ მხარდამჭერებზეც.

"ზეწოლა არის მთავრობის და სუს-ის მხრიდან, ამაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ვხედავ, რადგან ივანიშვილი არის მთავრობა", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის სრული სიცრუე და ივანიშვილს ხალხი შეცდომაში შეჰყავს.

"ივანიშვილმა დამაბრალა თითქოს თანადგომა მთხოვა, რის სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა. საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. ეს კაცი დღეს ჩვენ გვიხსნის და გვინიშნავს პრემიერებს. მოვითხოვ ივანიშვილმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს, რადგან ყველაფერი რაც თქვა არის აბსოლუტური სიცრუე. ნუ შეჰყავს ხალხი შეცდომაში", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics