|
2016-09-19 10:04:52, 573 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაღალი დონის ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინიციატივით, პირველად გაიმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისიება E-governance, transparency and public services, რომელიც მიეძღვნება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს - ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე, გაეროს ინსტიტუტებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ეფექტური ინტიტუტების არსებობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი და გამჭირვალე საჯარო მომსახურების საკითხებს. მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც კარგი მმართველობის სფეროში და ეფექტური საჯარო მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის პრეზიდენტი, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელგიის ვიცე-პრემიერ მინისტრი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, რუანდის ახალგაზრდობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი, ფინეთის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრი, ასევე, აშშ-ს, იორდანიის, მექსიკის, შვეიცარიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოთა მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოსთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ესტონეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)