17:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 22:11:47, 661 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 სექტემბრის სპეციალური ანონსი

19 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2016 -2017 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დაიწყება. 
მის: ვაჟა–ფშაველას გამზ. #33( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზო)

19 სექტემბერს,10:00 საათზე, მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი,ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს. 
მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #7ბ(„გირჩის“ სათავო ოფისი)

18 სექტემბერს, 10:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ცესკო-სა და შსს-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ნოე რამიშვილის ქ.N38

19 სექტემბერს, 11.00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დაფინანსების პროექტის შედეგები.
მის: ჭოველიძის 10ა

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის ღონისძიება გაიმართება. ახალ მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიულოცავს და ბინის გასაღებებს სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადასცემს. 
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედია ადგილზე 10:30 საათზე უნდა მივიდეს. მის: აბაშვილის ქ. N3
საკონტაქტო პირი ნინო ყულოშვილი - 599 74 22 41 

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია”, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, IOM-ის სათავო ოფისში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია საქართველოში ბრიფინგს გამართავს. 
თემა: ბელგიამ, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.
მის.: თ. აბულაძის ქ.#19 (ვაკის ეკლესიასთან მიმდებარე ქუჩა, ჩეხეთის საელჩოსთან) 
საკონტაქტო პირები: ანა კაკუშაძე - 599 14 94 29; მარიამ თოქმაზიშვილი - 595 05 14 54

19 სექტემბერს, 11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
მის: თავისუფლების #2

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიასთან, სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფების აქცია გაიმართება, რომლებიც თბილისში ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში (ე.წ. ყოფილი კარდიოლოგიურის შენობა) ელექტროენერგიისა და ბაზისური კომუნიკაციების გარეშე, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მუხიანში, 4ბ მიკრო რაიონში, 35-ე ა კორპუსთან მდებარე სკვერში მუხიანისა და გლდანის მეეზოვეებს შეხვდება. 

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში”, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თემაზე: „ეროვნული უმცირესობების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში“ შეხვედრას გამართავს.
მის: იოანე შავთელის ქ. #17

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი სოფელ შროშაში მოსახლეობას შეხვდება.

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექციის“ გამოფენა გაიმართება. 
მის: მ. ალექსიძის ქ. #¼

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 
მის: გუდამაყრის ქ. #4 (თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა) 
საკონტაქტო პირი ანა ბოკუჩავა - 574271327; 595746440

19 სექტემბერს, 12:30 საათზე, ”ქორთიარდ მარიოტში” არაელექტრონული პირადობის მოწმობების დაშვებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და შემაჯემებელი შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო ტელ: 555 399 923, 593 525 388

19 სექტემბერს, 14:30 საათზე, ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი სოფელ ფუთში მოსახლეობას შეხვდება.

19 სექტემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გამართავს კვლევის "დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“ პრეზენტაციას. კვლევის მიზანი იყო იმის იდენტიფიცირებაა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი პრაქტიკაში და რამდენად საჭიროა ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის თუ პრაქტიკის გაუმჯობესება. ამ მიზნით მოცემული კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ საერთო სასამართლოებში განვითარებული პრაქტიკა და სახალხო დამცველის საქმიანობა. კვლევაში მიმოხილულია, როგორც აღმოჩენილი საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზები, ასევე პოზიტიური მიგნებები და ტენდენციები. მათ საფუძველზე კი საბოლოოდ მომზადდა რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებისთვის. კვლევა იძლევა ნათელ სურათს, თუ რა გამოწვევებია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით და რა პრობლემები დგას ამ კუთხით საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის აპარატის წინაშე. კვლევის პრეზენტაციას დასწრებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კვლევა განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

19 სექტემბერს, 16:00 საათზე, ალექსეევკას შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე სამხედრო ავიაციის 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიულოცავს. 
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედია ადგილზე 15:30 საათზე უნდა მივიდეს. 
საკონტაქტო პირი გიორგი კაჭარავა - 577 39 39 13 

19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი ხარაგაულში, თეატრის წინ, მაჟორიტარ კანდიდატ ნოდარ ებანოიძესა და გამგებლობის კანდიდატ მიხეილ ჭიპაშვილს შეკრებილ მოსახლეობას, მარდამჭერებსა და დაინტერესებულ პირებს წარუდგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics