04:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 18:45:26, 722 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N11 უბნის ამომრჩევლებთან შედგა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.

„ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომლის თანახმადაც, ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა დამატებითი გადასახადების გარეშე“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სრული ინტერნეტიზაციის უნიკალურ პროექტზე. მისივე თქმით, დამატებით 200 000 ოჯახი ბუნებრივი აირით, 120 000 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

„ასევე, აღსანიშნავია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისარგებლა, სრულიად უფასოა C ჰეპატიტის მკურნალობა. შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“ ,რომელმაც დაფინანსა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თელავში, რუსთაველის გამზირიზე განხორციელდა ტროტუარების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის შეკეთება, რომლის ღირებულებამ 62 000 ლარი შეადგინა, ასევე მოასფალტდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები და მისასვლელები, ვახუშტისა და ციციშვილის ქუჩები, მოეწყო გარეგანათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კახეთის რეგიონული არქივის შენობას. კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას გულთბილი მიღებისთვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics