|
2016-09-17 15:37:10, 660 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლებსა და დევნილებს შეხვდა
წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მოსახლეობასა და გორში, ვერხვების კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის , განათლების სფეროების ოთხწლიანი გეგმა გააცნო და მოსახლეობასთან ერთად არსებული პროლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა. „ ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი თუ საარსებო პირობების გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. გასული 4 წლის განმავლობაში , დევნილი ოჯახებისთვის სოციალური პაკეტების განხორციელებაში, ბინის ქირა, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სხვა, სახელმწიფოს მხრიდან 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დევნილების სოციალური პაკეტების ბიუჯეტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას“,-აღნიშნა მაკრხიძემ დევნილებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, ძლიერი გლეხი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. „ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი აგროპოლიტიკის შედეგად სოფლის მეურნეობაში უკვე შეიმჩნევა ტენდენციები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 2 00 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)