|
2016-09-17 14:43:11, 1377 ნახვა
სამართალი
შსს: ბადრი ბასიშვილი ფლავისმანში "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს აკრავდა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სოფელ ფლავისმანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი ბასიშვილს რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „17 სექტემბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი, სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს. გამოკითხვისას მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრება არის და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში. ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივანმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გორში მათი მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)