22:28 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 17:49:54, 616 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ლარის მოკლევადიანი რყევების დროს ინტერვენცია, ცეცხლზე ნავთის დასხმაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე  ლარის კურსის მოკლევადიანი რყევების დროს,  ინტერვენციის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროს ინტერვენიციის განხორციელება ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.
"როდესაც არის ლარის კურის მოკლევადიანი რყევები, არის თუ არა ამ დროს გამართლებული ინტერვენცია? არა. რატომ? იმიტომ, რომ ინტერვენციის დროს ჩვენ პირიქით ნავთს დავასხამთ ცეცხლს, ვინაიდან ის მოლოდინი, რომ კურსი უფასურდება, ამ დროს ეროვნული ბანკი კიდევ ყიდის, ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის  არის გზავნილი, რომ იცი რა ისე ცუდად არის საქმე, რომ ერონული ბანკი ერევა და მაინც ვერ აჩერებენ. მხოლოდ ხშირ შემთხვევაში ამძაფრებს ამა  თუ იმ მოთხოვნას ან ერთი, ან მეორე მიმართულებით.ჩვენ ვიმყოფებით იმ შემთხვევაში, თუ ვატყობთ რომ ნახტომი და ფლუქტუაცია აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც შეიძლება იყოს საშიში ამა თუ იმ ქცევის ჩამოყალიბებაში, ზუსტად ამიტომაც, ჩენ მხოლოდ თებერვალში 120 მლნ დოლარის რეზერვი გავყიდეთ.ზუსტად ამიტომაც ჩვენ შარშან ნოემბერ-დეკემბერში  გავყიდეთ 80 მლნ.შეიძლებოდა თუ არა გაგვეყიდა თანხები ადრეულ ნიშნულზე და შესაბამისად თანხა არ გაუფასურდბოდა?  არავითარ შემთხვევაში.კურსი მიაღწევდა იმ ნიშნულს თავისი ახალი წონასწორობის და იმ ეკვილებრიუმს, რომელსაც კარნახობს მას ბაზარი.ნებისმიერი ჩვენი ქმედება გამოწვული ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგოდ, ან ამ მიმართულებით კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, უბრალოდ არის წყალში გადაყრილი რეზერვი და თანხა",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics