|
2016-09-17 11:36:17, 1722 ნახვა
ეკონომიკა
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება
ბათუმში, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II" დაფინანსებისათვის. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა, ქრისტიან შაუბმა მოაწერეს. ცერემონიას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყოფილი 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი მიმართული იქნება ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კომპონენტის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი", რომელიც ითვალისწინებს ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციას. პროექტი ხორციელდება ოთხ ფაზად და დღემდე გამოყოფილია, 119 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 30 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით გრანტის ნაწილი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში, რომელიც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.
(NS)
გერმანიამ უკრაინული რაკეტების შესყიდვის განხილვა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)