|
2016-09-17 11:24:27, 876 ნახვა
საზოგადოება
"საბას" მე-14 დაჯილდოვების ცერემონია ხვალ გაიმართება
18 სექტემბერს, 20:00 საათზე, მუხრანბატონის სასახლის ეზოში, ლიტერატურული პრემია „საბას“რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია წელს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა. პირდაპირი ეთერი 21:00 საათზე დაიწყება. წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს. ხმის მიცემა უკვე 2 თვეა მიმდინარეობს ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ ვებგვერდზე saba.com.ge სადაც მკითხველებს შეუძლიათ ელექტრონულად მისცენ ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს. ხმის მიცემა შეწყდება დაჯილდოების მომენტში, გამარჯვებულის გამოვლენამდე 5 წუთით ადრე. საბას დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთი სიახლე იქნება. წელს პირველად გამოვლინდება გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. ამ ნომინაციაში ის წიგნებია წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ წელს „საბაზე“ წარდგენილი წიგნების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (360 წიგნი), ჟიურის მიერ შედგენილი ფინალისტთა სია ყველაზე მცირერიცხოვანია ბოლო წლების განმავლობაში. სულ წლევანდელ ე.წ. ‘შორთლისტში“ 37 ფინალისტია წარდგენილი. რაც შეეხება ტრადიციულ მუსიკალურ ნაწილს, წელს „საბას“ დააგვირგვინებს მუსიკალური პროგრამა „იმღერე ქართულად“, რომელიც ექსკლუზიურად „საბასთვის“ შეიქმნა. წარმოდგენილი იქნება ქართული მუსიკალური ხელოვნების შედევრების ახალი ვერსიები და შედგება რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა. მუსიკალური პროექტის ავტორია მარინა ბერიძე, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე. ჟიურისთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ წელს პირველად ჟიური დაკომპლექტთა მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან სხვადასხვა წლებში „საბას“ მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები და ლიტერატორები. წარმოგიდგენთ 2016 წლის ფინალისტ ავტორებს, რომელთაგან 11 საუკეთესოს დაჯილდოების დროს გავიცნობთ: საუკეთესო რომანი საუკეთესო პროზაული კრებული საუკეთესო დებიუტი საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა საუკეთესო თარგმანი (R)
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)