|
2016-09-17 11:10:54, 1341 ნახვა
სამართალი
სასამართლო იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, გიორგი კაჭარავას და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს. პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის თქმით,, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულები მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას შეეცდებიან და სასამართლოში გამოცხადებას თავს აარიდებენ. ცნობისთვის, გამოძიება ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს ქრთამის გამოძალვას, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)