|
2016-09-16 22:55:29, 846 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ტერიტორიულ ერთეულში გამართა, დასკვნითი შეხვედრა ჩოჩხათის ცენტრში გაიმართა. ნინო წილოსანის მოსახლეობასთან შეხვედრას მოქმედი პარლამენტარები თემურ ჩხაიძე და ბიძინა გუჯაბიძე, ასევე, ყოფილი პარლამენტარი ჩოჩხათის მკვიდრი ომარ ხუციშვილი დაესწრო. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი პრობლემები მოისმინა. ნინო წილოსანმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა: „მე ვარ ამაყი, რომ ვარ ამ კუთხის შვილი . ჩემს ოჯახში ტრადიციაა და ბავშვობიდან მასწავლიდნენ ჩემი სოფლის, კუთხის და ზოგადად ადამიანების სიყვარულს . მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში. რატომ გადავწვიტე მაჟორიტარობა? მე არ მჭირდება თანამდებობა, მე მინდა დავეხმარო ჩემს კუთხეს, ჩემს ხალხს, სხვა მიზანი არ მამოძრავებს. რატომ უნდა მომცეთ ხმა? იმიტომ, რომ მე წარმოვადგენ მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“, რომელსაც შეუძლია თქვენი პრობლემების გადაწყვეტა“,-განაცხადა წილოსანმა. დღესვე, ნინო წილოსანმა სოფელ მოედანში მდებარე ის სახლები დაათვალიერა, რომლებიც კარიერზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ავარიულ მდგომარეობაშია. ნინო წილოსანმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა. „ მე მტკივა ყველა თქვენგანის ტკივილი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ“,-აღნიშნა წილოსანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)