02:58 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 19:16:47, 820 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ერთ-ერთი ავანგარდი იქნება

კახეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ქადაგიშვილმა  მედიასთან პირველ რიგში შესასრულებელ  ამოცანებზე ისაუბრა:

 „დიდი მადლობა ნდობისათვის. ჩემთვის ეს არის  ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო. კახეთი გარკვეულწილად ჩემი სამშობლოა.  სხვადასხვა პერიოდში პოლიტიკური კუთხით შეხება მქონია კახეთთან  საარჩევნო კუთხით.ასევე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის  მხრივ. ასე რომ,  ვფიქრობ, ის გამოწვევა, რომელიც მთავრობის წინაშე დგას, მთელი ჩვენი  ქვეყნის წინაშე დგას, კახეთი,  როგორც ერთ-ერთი ძლიერი, დინამიურად განვითარებადი  კუთხე საქართველოსი, იქნება ერთ-ერთი ავანგარდი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ამავდროულად, პირველი რიგის ამოცანებია რთველის წარმატებით ჩატარება, რათა მევენახეებმა სრულად მიიღონ ყველა ის სიკეთე, რასაც რთველისგან ელოდებიან და გატარდეს ბოლომდე ის კურსი, რომ არჩევნები ჩატარდეს, მათ შორის კახეთის  საარჩევნო ოლქებშიც ღიად, თავისუფლად, კონკურენტუნარიან გარემოში, რათა ეს ყველა ამოცანა წარმატებით შესრულდეს“,-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics