02:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 18:56:51, 885 ნახვა

პოლიტიკა
,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მეტალურგებს შეხვდნენ

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს შეხვდნენ.

პაატა მხეიძესა და გიორგი ბეგაძესთან შეხვედრას შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი, საამქროს ხელმძღვანელები, უბნის უფროსები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ რუსთაველ მეტალურგებს ,,ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვები გააცნო.

 „გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომ რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა და რუსთაველებში სამეწარმეო სულისკვეთება გენეტიკურად დევს. ამიტომ, ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შეგიქმნათ, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა თქვენმა ოჯახებმა მალე იგრძნონ. სწორედ ამიტომ დავიწყებთ სხვადასხვა სამეწარმეო პროექტებს, რადგან კარგად გვესმის, რომ საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების დამკვიდრება“,-აღნიშნა ბეგაძემ.

 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა მხეიძემ ყურადღება გაამახვილა რუსთავში არსებული სამეწარმეო რესურსის სრულად ათვისებასა და ახალი პროგრამით გათვალისწინებულ სამეწარმეო შეღავათებზე.

 „ეკონომიკური განვითარება პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ქვეყანასი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი. უფრო სწორად კი რუსთავს, ახლო წარსულში უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს, ამ ფუნქციის დაბრუნების პერსპექტივით უნდა მიენიჭოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი. რუსთავს აქვს საინჟინრო კვალიფიციური კადრების პოტენციალი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი საწარმოო ფილიალის რუსთავში გახსნის პერსპექტივაც უნდა იყო განხილული“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

 დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს დაპირდნენ, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ. რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics