|
2016-09-16 17:54:13, 681 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი კახა კუჭავა განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი კახა კუჭავა განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "გუშინ გამოქვეყნდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) 2016 წლის ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია: ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია უსწრებს. საქართველოსთან ერთად მე-5 პოზიციას იკავებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა, ირლანდია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესების მთავარი ფაქტორია საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე წარმატებული მონეტარული პოლიტიკა. ანგარიშში მითითებულია, რომ გაუმჯობესდა შემდეგი ინდიკატორები: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებელი სასამართლო, საკუთრების უფლების დაცვა, ინფლაციის კონტროლი და სხვა. საქართველო 159 ქვეყანას შორის საუკეთესო ხუთეულშია, შედარებისათვის, მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. კერძოდ: ამ რეიტინგში თურქეთს - 90-ე, უკრაინას - 135-ე, რუსეთს - 102-ე, აზერბაიჯანს - 107-ე, სომხეთს კი მე-18 პოზიცია უჭირავთ. პროგრესი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ფრეიზერის ინსტიტუტის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2013 წლის ანგარიშის მიხედვით - 21-ე ადგილზე, 2014 წლის - მე-16 ადგილზე, 2015 წლის მე-12 პოზიციას იკავებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)