|
2016-09-16 17:01:43, 1370 ნახვა
ეკონომიკა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკის საჯარო სკოლას ეწვია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკის საჯარო სკოლას ეწვია და ფოკელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. მინისტრმა პირველკლასელებს და ფოკის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე ესაუბრა: „იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანი იყოს ამ ქვეყნის წარმატებული მოქალაქე, აუცილებელია, ისწავლოთ ქართული ენა ისევე, როგორც მშობლიური ენა იცით. კარიერის მანძილზე სახელმწიფო სამსახურში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, ფლობდეთ სახელმწიფო ენას. ამისთვის თქვენ გყავთ შესანიშნავი მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება გადადო იმისათვის, რომ თქვენ ქართული ისწავლოთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დღეს ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრთან ბიბლიოთეკას და შეხვედრების დარბაზს ვხსნით. ბიბლიოთეკაში თქვენ გექნებათ წიგნები, კომპიუტერები, სადაც ჩატვირთულია ელექტრონული ბიბლიოთეკა; გექნებათ შეხვედრების დარბაზი ტრენინგებისთვის, რომელსაც ჩვენ ცოდნის გასაღრმავებლად გთავაზობთ; და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იყოთ საქართველოს წარმატებული მოქალაქეები“. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ფოკის საჯარო სკოლა უკვე არის განსაკუთრებული, ვინაიდან ამ სკოლის 70 მოსწავლე წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)