13:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:08:59, 1169 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში რამდენიმე ახალი საწარმოს შექმნა იგეგმება:

 „დღეს მთავრობის სხდომაზე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოგვაქვს რამდენიმე პროექტი. ეს იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს თაობაზე, რომელიც 10 650 კვადრატული მეტრის მიწის გადაცემას გულისხმობს სიმბოლურ ფასად. ამ მიზნით კომპანიამ უნდა განახორციელოს მინერალური პროდუქტების  მწარმოებელი კომპანია და დაასაქმებს დაახლოებით 10-მდე ადამიანს. ქალაქ ფოთში საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასააქმდება. ეს არის ძალიან მსხვილი საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი კომპანია. მას სიმბოლურ ფასად გადაეცემა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-0ნაგებობები, რომელიც დრესდრეობით უვარგისია, მაგრამ ეს კომპანია აპირებს, რომ განაახლოს და ააშენოს იქ ახალი საწარმო. კიდევ ერთ კომპანიას კი, როემლმაც „აწარმოე საქართცველოს“ ფარგლებვში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით საკუთრებაში გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე მიწის ნაკვეთი 1,4 ჰექტარი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics