22:28 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 17:06:30, 477 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: 2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5 მილიარდი

"2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფროსწორად, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას მოჰქონდა 4.5  მილიარდი დონორთა კომფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სესხებითა და გრანტებით,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი  ინტერვენციებს ახორციელებდა, სავალუტო რეზერვების დონე მხოლოდ ივსებოდა.

სწორედ სავალუტო რეზერვების დონის არ შემცირებას ასახელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2008-2010 წლებში  ინტერვენციების განხორციელების მიზეზად.

 "კითხვა სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით არის, თითქოს ჩვენ გვაქვს 900 მლნ დოლარით მეტი,  ვიდრე არის საჭირო და გვაქვს ფუფუნება, რომ 900 მლნ დოლარი გამოვიტანოთ ბაზარზე.  ეს ასე არ არის.სავალუტო რეზერვების ადეკვატურობა იზომება საქონლის იმპორტისა და მომსახურების 3 თვის გადაფარვის კოეფიციენტში.ჩვენი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია 3, 3 და 2.რაც არის პრაქტიკულად სტანდარტი,  ახლოს იმასთან, რაც უნდა გვაქონდეს. შემდეგი კითხვაა, რომ თუ ეს ასეა,  რატომ ხარჯავდით 2009-2010 წელს ისეთი დონის  რაოდენობის  რეზერვებს. 2009 -2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფროსწორად, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს,  მთავრობას მოჰქონდა 4.5. მილიარდი დონორთა კომფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სესხებითა და გრანტებით. ეროვნული ბანკი იყო გამტარი დონორთა კონფერენციით მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინტერვენციებს ვახორციელებდით, სავალუტო რეზერვების დონე მხოლოდ გვევსებოდა, არასდროს სავალუტო რეზერვების დონე ჩვენ არ გვიმცირდებოდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ 2008-2010 წლებში ვაკეთებდით ინტერვენციებს. რაც შეეხება რეფინანსირების სესხის ინსტრუმენტს, ეს არის ერთკვირიანი,  მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი ბანკებისთვის.
ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა ხვდება სავალუტო ბაზარზე, შემდგომ რომელიღაცა ბანკები ამას ყიდულობენ, რაღაც კონსპირაციის თეორიით ამას ვიწვევთ ხელოვნურად, არ შეიცავს რეალობის ნატამალსაც კი. თუ მაინცდამაინც კითხვაა, რომ ფულის მასას რატომ არ ვამცირებთ, არ შეიძლება მხოლოდ რეფინანსირების ოდენობის ყურება. მაშინ  უნდა ვუყუროთ როგორც მიწოდების, ასევე ამოღების ინსტრუმენტებს. ჯამურად უნდა ვუყუროთ, რა მოსდის ფულის მასას.სარეზერვო ფულის ზრდა კი,  დასულია ერთნიშნა  ზრდაზე, რაც არის მინიმალურზე მინიმალური. მისი კიდევ უფრო შემცირება დაარტყამს ეკონომიკურ ზრდას",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics