09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 15:25:48, 557 ნახვა

საზოგადოება
სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა.

გლდანში მცხოვრები დევნილი, სოციალურად დაუცველი ბენიძეების მრავალშვილიანი ოჯახის  2 წევრი პირველად სკოლაში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მიაცილა. სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი „სმარტმა“ იზრუნა. სხვა მოსწავლეებისთვის „სმარტმა“ საკანცელარიო ნივთებზე -35%-მდე ფასდაკლება დაგეგმა და სასკოლო ატრიბუტიკის მომარაგებსთვის ფართო არჩევანი და ხელსაყრელი პირობები შესთავაზა.

„“სმარტის“ სახელით გვინდა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს მივულოცოთ სწავლის დაწყება. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ლილე და ნიკოლოზ ბენიძეები სკოლაში პირველად მე მივაცილებ და მინდა მათ წარმატებული მომავალი ვუსურვო. განათლება ხომ ბედნიერი მომავლის განმსაზღვრელია. ბენიძეების ოჯახი გლდანის „სმარტის“ მახლობლად ცხოვრობს და გვსურდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გაგველამაზებინა მათთვის“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

სასწავლო კვირის უკეთ დაგეგმვისთვის 45 საჯარო სკოლის მომსაწვლეებს „სმარტისგან“ საჩუქრად  გაკვეთილების ცხრილი გადაეცათ და  „სმარტის’ კორპორაციულ გმირთან - ციყვთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებით კიდევ უფრო გაიხალისეს დღე.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics