00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:20:25, 522 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძემ ქალაქ ამბროლაურში, აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ამბროლაურში, აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაათვილიერა.

„ეს ახალი და ძალიან პოზიტიური სიახლეა ამბროლაურისთვის. აეროპორტი ხელს შეუწყობს ტურისტების შემოსვლას, გააადვილებს კომუნიკაციას, ახალი სამუშაო ადგილებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის. ამჟამად, მიმდინარეობს ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რომელის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. აეროდრომი თავდაპირველას მცირე, მომავალში კი, საშუალო ზომის თვითმფრინავებსაც მოემსახურება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მისივე თქმით, ახალი აეროდრომის მშენებლობა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,კომპანია ბლექსი გრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულება 6 364 464 ლარს შეადგენს. აეროპორტის მშენებლობაზე უკვე 70–მდე ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40–მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics