|
2016-09-16 13:44:22, 1139 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: სივრცითი მოწყობის კონცეფცია, მთლიან საქართველოს პრინციპულად ცვლის
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სივრცითი მოწყობის პროექტი შეაფასა. ქუმსიშვილის განცხადებით, პრემიერის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია გრძელვადიანი ხედვაა ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური განვითარების, ასევე არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება: "საგზაო მაგისტრალები ესაა ძირითადი ღერძები, ესაა სწორედაც ის არტერიები, რომელსაც ჩააქვს სისხლი, ჩააქვს ჟანგბადი რეგიონებში და გვაძლევს შესაძლებლობას, სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. სწორედ ის, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს გზა, როდესაც გვაქვს ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა კომუნიკაციის შესაძლებლობას, ზრდის ეკონომიკას. მარტივი მაგალითია სვანეთი, სადაც ჩვენ გვაქვს აეროპორტი, აეროდრომი და გვაქვს დიდი ნაკადი უკვე ტურისტებისთვის და ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი გახდა სვანეთის აეროპორტი. თუმცა თვითონ კონცეფცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, პრინციპულად ცვლის მთლიან საქართველოს. ეს არის კონცეფცია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, უნიკალური მარშრუტები შეიქმნას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი ტურისტულ მარშრუტებში არის, როდესაც თქვენ უკან დაბრუნება არ გჭირდებათ. როდესაც იწყებთ მარშრუტს ერთი წერტილიდან და უნიკალური მარშრუტით გადიხართ და უკან ბრუნდებით, ოღონდ უკან ბრუნდებით მთლიანი მარშრუტით და არა უკან დაბრუნებით. ეს არის ყველაზე უნიკალური და დასაფასებელი, რაშიც ტურისტები ფულს იხდიან. უსაფრთხოების მიმართულებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთიანი რეგიონები პრაქტიკულად იქნება დაკავშირებული ერთმანეთთან და თვითონ მთიან რეგიონებთან მისასვლელი გზები იქნება უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი იქნება 12 თვის განმავლობაში. სივრცითი მოწყობა და სივრცითი განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ მთლიანი ქვეყანა, დავინახოთ, როგორ და საით შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, პერსპექტივაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ინვესტორებს და სად უნდა ჩადონ თავიანთი ინვესტიციები, სად შეიქმნება სამუშაოები და როგორ განვითარდება რეგიონები. პრემიერის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია არის გრძელვადიანი ხედვა ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური განვითარების, ასევე ის არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება ქვეყანაში უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და ჩვენი ტერიტორიები იქნება დაცული. სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოებისა და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი-ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და გადაადგილებისთვის. პროექტი გააძლიერებს რეგიონს და ამასთან ერთად, საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობა, მსოფლიო რუკაზე გაიზრდება. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)