00:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 12:31:33, 644 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძის განცხადებით, ივანიშვილს პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა „რესპუბლიკელებმა“ შესთავაზეს

უსუფაშვილი მზად იყო, პრემიერობის ტვირთი აეღო, თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში ფორმალურად მაინც დაბრუნდებოდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ვახტანგ ხმალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა.

„მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დეტალებზე საუბარი ნამდვილად არ მინდა. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, უსუფაშვილმა ორი რამ თქვა - პირველი, რომ ის მზად იყო პრემიერობის ტვირთი აეღო თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში ფორმალურად მაინც დაბრუნდებოდა. თუმცა, ყოფილი პრემიერი ამაზე უარს კატეგორიულ ამბობდა. ჩვენი აზრით, ივანიშვილი პოლიტსაბჭოში მაინც უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ კოალიციაში „რესპუბლიკელები“ მცირე დოზით ვიყავით წარმოდგენილები და გადაწყვეტილების მისაღებად ფართო მხარდაჭერა იყო საჭირო. კულუარებიდან ივანიშვილის მოქმედება არასწორი იქნებოდა, გარდა ამისა, მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემები შეგვექმნებოდა. გადაწყვეტილების მიღების დროს კონსესუსია საჭირო. ჩვენ კოალიციაში ვიყავით და ივანიშვილის გარეშე ამ კონსენსუსის მიღწევა ძალიან გაჭირდებოდა. ივანიშვილის უარის შემდეგ, ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში უსუფაშვილის პრემიერობა აზრს კარგავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციაში არასტაბილური ურთიერთობები იქნებოდა, რაც ქვეყნის განვითრებისთვის სახიფათოა“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს „რესპუბლიკელებმა“ შესთავაზეს.

„იყო მეორე ვარიანტიც -  „ოცნების“ გუნდიდან ისეთი პრემიერი არჩეულიყო, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება გვექნებოდა. ასეთ კანდიდატად, ჩვენ ივანიშვილს კვირიკაშვილი შევთავაზეთ. მართალია, გიორგი კვირიკაშვილი აქტიურ პარტიულ საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ მას ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალი ნდობა გააჩნდა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics