|
2016-09-16 10:38:03, 1343 ნახვა
პოლიტიკა
IDFI: 2014 წელს საკრებულოს წევრებზე 925,885 ლარი გაიცა
ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს-უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა. IDFI-მ თბილისის საკრებულოს აპარატრს მოთხოვნით მიმართა, 2011-2015 წლებში გაწეული სხვადასხვა ხარჯებისა და დასაქმებულ რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, 2011 წლის 31 დეკემბრისმდგომარეობით, თბილისისსაკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრის ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ. 2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია. 2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)