17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 23:52:18, 594 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 სექტემბრის სპეციალური ანონსი

16 სექტემბერს, 09:00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „გრინპაკს“ დაათვალიერებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა, საწარმოს გახსნას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია.
მის.: აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კმ. (თბილისიდან გამავალ გზაზე, „თეგეთა მოტორსს“ რომ გავცდებით, მარცხნივ უნდა გადავიდეთ ახალ ხიდზე) 

16 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია’’ გახსნის.

16 სექტემბერს, 10:00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოპარკში, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის კონკურსში 20 გამარჯვებულ გუნდს შეხვდება და მათ მენტორშიფის პროგრამის დეტალებს გააცნობს.

16 სექტემბერს, 10:30 საათზე, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
თემა: ნინოწმინდაში გახშირებული დაკავებების ფაქტები.
მის: აღმაშენებლის გამზ. #150
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551662525

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საპარლამენტო არჩევნების დღის ეგზიტპოლის პრეზენტაცია გაიმართება. 
ეგზიტპოლის ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით პრეზენტაციას კომპანია „TNS Opinion“-ის მმართველი დირექტორი პასკალ ჩელალა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის - „გორბის“ დირექტორი მერაბ ფაჩულია გამართავენ.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება. 

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”რუმსში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, PMC კვლევითი ცენტრი, კლიმატის ცვლილების და გამონაბოლქვის სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირების საკითხზე, პრეზენტაციას გამართავს და რეკომენდაციებს გასცემს. 
საკონტაქტო პირი მაია გრიგოლია - 595 362 536

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ორგანიზებით, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პოლიტიკური დებატები გაიმართება.
თემა: „არჩევნები 2016 - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა“. 

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით დებატებს გამართავს. 

16 სექტემბერს, 11:30 საათზე, „თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, ახალციხეში, შპს ”მექანიზატორის” ტეიროტირაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი მერსი ქორფსის (Mercy Corps) კონსორციუმი სასოფლო-სამეურნეო გამოფენას გამართავს. 

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის G კორპუსში (მე-5 სართულზე) ფიზიკის ლაბორატორია გაიხსნება.
საკონტაქტო პირი ნინო ჯინჭარაძე - 555 75 70 73 

16 სექტემბერს, 12:30 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იაპონელ სპეციალისტებთან ერთად ჰაერის დაბინძურების ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს გაეცნობიან. 
მის: ა. წერეთლის #103 

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიმართება. 
მის.: ვარდების მოედანი N1, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია’’

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სოფელ ბაზალეთში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩეველს ამომრჩევლის მონაცემების ბარათს გადასცემს.

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარობის 5 კანდიდატს წარუდგენს.
მის: ი. ხვიჩიას ქ. #17
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები შეხვდებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს.
მის.: ა. ბელიაშვილის ქ.#8, მე-3 სართული (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით) საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი 

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ეწვევა და გარემონტებულ შენობას დაათვალიერებს.

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ყველაფერი ერთ სივრცეში - სწავლება, გადამზადება, დასაქმება - ,,სილიკონ ველი თბილისი’’ოფიციალურად გაიხსნება.
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო პროექტის, პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური სასწავლო და დასაქმების ცენტრის გახსნას მიწვეული სტუმრები და ოფიციალური პირები დაესწრებიან.
მის: ბაგები, ჭავჭავაძის გამზ. #82

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ახალი ვებ-გვერდის, ინოვაციური სერვისების და საგრანტო პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: 26 მაისის მოედანი N1,სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ"

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "მილენიუმ ბილტმორში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით რეგიონიონული ბიზნესის ფორუმი გაიმართება. 175 მეწარმესთან ღია დიალოგში მონაწილეობას ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები მიიღებენ. 
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

16 სექტემბერს, 16:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებულ მონაცემებს გადასცემენ. 
მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. ცენტრალური საარჩევნო კომისია

16 სექტემბერს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

16 სექტემბერს, 16:30 საათზე, ევროპარლამენტარები სანდრა კალნიეტი და ანჯეი გრჟიბი ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებს მოინახულებენ.

16 სექტემბერს, 18:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ”ქარვასლა”, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენა, სახელწოდებით „შავი ზღვის ნაპირებიდან" გაიხსნება. 
მის: სიონის ქ. #8

16 სექტემბერს, 19:00 საათზე, ”ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია შშმ პირებთან დისკუსიას გამართავს. 
მის: ვაკე, აბაშიძის ქ. #37
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics