02:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:55:46, 1207 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით წარსდგა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში არსებული ინოვაციური  ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.

„ამ ღონისძიების მიზანია ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის 24 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელზე წვდომაც საქართველოს აქვს“  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა  ევროპულ ფონდებზე წვდომის შესაძლებლობა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე - ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ. სწორედ ამისთვის შექმნილია InnovFin - პროგრამა, რომელიც კომერციულ ბანკებს, იმ ინსტიტუტებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დააფინანსონ ინოვაციური პროექტები,  მხარს უჭერს და შესაბამისი სპეციალური საგარანტიო პროგრამებით ახდენს გარანტირებას იმისა, რომ აღნიშნული სესხები იქნება დაბრუნებული. ასევე სხვა მრავალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კომერციული ბანკებისა, მომავალში პროექტების წარდგენა  პირდაპირ შეეძლებათ უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და ყველა იმ დაწესებულებას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და კვლევების განვითარებით”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპის კომისიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად საქართველოში ტარდება ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანია პრეზენტაციების გამართვა და ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკებისა და ინოვაციების განვითარებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. „ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოახდინონ აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება  24 მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც საქართველოს წვდომა  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ასევე პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ხელმოწერის შემდეგ გაეხსნა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წამომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics